მოსკოვს და კიევს ომის მოსაგებად სამხედრო საშუალებები არ აქვთ, თურქეთი მზადაა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეომარი მხარეები მზად იყვნენ დადონ „ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება“ უახლოეს თვეებში, მაგრამ ბრძოლის სასტიკმა საფასურმა, შესაძლოა მალე აიძულოს ისინი გადახედონ პოზიციებს და მიიღონ ადგილობრივი ზავი საომარი ზონის გარკვეულ ნაწილებში. „ ერდოღანმა გამოიყენა თავისი კარგი ურთიერთობა მოსკოვთან და კიევთან, რათა შუამავლობით შეეცადოს თითქმის 11-თვიანი ომის დასრულებას. ის, რაც რუსეთს სურს, არის პატივი სცენ, როგორც მთავარ მოთამაშეს და აიცილოს ნატო თავის მეზობლად. უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას არ აპირებს, მაგრამ მათ რუსეთისგან უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების მიღება სჭირდებათ“ – თქვა იბრაჰიმ კალინმა.