თურქეთ-სირიის დაპირისპირება

სირიის სამთავრობო არმიამ სტრატეგიულ ქალაქ სარაქებზე კონტროლი აღადგინა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთისგან მხარდაჭერილმა სამხედრო ჯგუფებმა, თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიის ამბოხებული ოპოზიციის მებრძოლები ქალაქიდან განდევნეს.  სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, ბრძოლა სარაქების დასავლეთ უბნებში ჯერ კიდევ გრძელდება.  თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიის დაბომბვის შედეგად, ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

იდლიბის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, სირიის ჩრდილო-დასავლეთში „დაცული ზონის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა გერმანიის კანცლერი. მერკელი ამბობს, რომ უმთავრესი ამოცანა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტა და დევნილი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა. სირიაში არსებულ ვითარებაზე გერმანიის კანცლერმა და თურქეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი