ტურიზმი საქართველოში და საერთაშორისო მედია

საქართველო ტურიზმის ხელშემწყობ კამპანიას განაგრძობს.

კოვიდ-პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს აღსადგენად და მხარდასაჭერად თბილისი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს მასპინძლობს. ამჯერად საქართველოს „ბიზნეს თრეველერის“ თანამშრომელი სტუმრობს. ტურისტულად მიმზიდველ სხვადასხვა რეგიონში ერთ კვიარიანი მოგზაურობის შემდეგ სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის თანამშრომელი ვრცელ სტატიას მოამზადებს და მკითხველს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გაუზიარებს.