ტურიზმი რუმინულად

რეპორტაჟი 20-მილიონიანი ქვეყნიდან, რომლის ისტორია ძალიან ჰგავს საქართველოს წარსულს.

ბოლო მონაცემებით, რუმინეთი ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპით მოწინავე პოზიციას იკავებს. ერთ-ერთი სფერო კი, რომლის განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ტურიზმია.

კარპატების ბაღი – ასე უწოდებენ რუმინელები სამშობლოს. თბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა რამდენიმე დღის წინ  შესრულდა. ისტორიული რეისის მგზავრებს შორის პირველი არხის გადამღები ჯგუფიც იყო.

მთა, ზღვა, ისტორიული ძეგლები და ღამის ცხოვრება – ლევან ახალაია დაინტერესდა, რით იზიდავს რუმინეთი ტურისტებს და რისი გათვალისწინება შეუძლია საქართველოს.

ნახეთ ლევან ახალაიას და თორნიკე მაისაშვილის რეპორტაჟი შავი ზღვის გაღმა ნაპირიდან.