საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 29%-ით მეტია. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48%-ით აჭარბებს.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო. რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის განმავლობაში.