თსსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

12:25, 23.09.2019

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება რექტორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

2019-2020 სასწავლო წლისთვის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმა ათასამდე პირველკურსელი მიიღო.

მსგავსი