„წიგნების თარო“ მომავალი სეზონიდან ეთერში ახალი ფორმატით გავა

პირველი არხის ლიტერატურული შოუ წიგნების თარო მომავალი სეზონიდან ეთერში ახალი ფორმატით გავა.

გადაცემას ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის რაუნდები დაემატება და შოუს ქრონომეტრაჟიც გაიზრდება. გარდა ამისა, წიგნების თარო კიდევ ერთ ახალ ლიტერატურულ პროექტს, მოსწავლეების არჩევანს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პირველიდან მე- 12 კლასის მოსწავლეები, 21-ე საუკუნის საყვარელ ქართულ წიგნს აირჩევენ.

ხმის მიცემა პირველი არხის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოხდება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.