Trump tower tbilisi – მშენებლობა იწყება
უპრეცედენტო პროექტი, რომელიც საქართველოს საინვესტიციოდ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია trump organization-ი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე შემოვიდა.
პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანიასთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების საფუძველზე „ტრამპ თაუერ თბილისის“ მშენებლობა ოფიციალურად გადაწყდა. გეგმაშია საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა. ჯამში ორ მილიარდ დოლარიანი ინვესტიციით, 65 სართულიანი ცათამბჯენი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე განთავსდება. კომპლექსი პრემიუმ კლასის საცხოვრებელს, საოფისე ფართებს, სასტუმროებს და ბიზნესცენტრს გააერთიანებს. პროექტი ქართულ დეველოპერული კომპანიების და ამერიკული The Sapir Organization-ის პარტნიორობით განხორციელდება. დასრულების ვადად 2031 წელია განსაზღვრული, რის შემდეგაც თბილისი იმ ქალაქებს შორის დაიკავებს ადგილს, სადაც „ტრამპ თაურები“ უკვე დგას.
მასშტაბური პროექტის დეტალები და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი – ნახეთ შალვა სუმბაძის რეპორტაჟში.