„ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“
ეროვნულ სასახლეში წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გურული სიმღერის მრავალწლიანი ტრადიციის ერთ-ერთ გამორჩეულ მატარებელს, ღირსების ორდენოსანსა და ანსამბლ „შვიდკაცას“ ხელმძღვანელს – ტრისტან სიხარულიძეს ეძღვნება. პროექტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობაა.“ გამოცემა ანზორ ერქომაიშვილის წიგნს „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ ეფუძნება და ტრისტან სიხარულიძის შემოქმედებით გზას, ფოტომასალასა და მასალებს აერთიანებს. პრეზენტაციის ფარგლებში მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი უნიკალური წვლილისთვის შემოქმედს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება გადაეცა.