ტრეფიკინგთან ბრძოლა – უმაღლესი შეფასება საქართველოს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ და საქართველოს ლიდერ პოზიციაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოფხვრის სტანდარტებს და აგრძელებს თანმიმდევრულ ბრძოლას ამ დანაშაულის წინააღმდეგ. უკვე 11 წელია, რაც საქართველო მოწინავე პოზიციას არ თმობს, რეგიონში ერთადერთია და ევროკავშირის სხვა ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის წინააღდეგ ბრძოლაში კონკრეტული ქვეყნების ძალისხმევას, რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს. საქართველო ლიდერია, დანაშაულის პროაქტიური გამოვლენისა და გამოძიების კუთხით, დადებითად ფასდება მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები, მათ შორის ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა.
რას ნიშნავს საქართველოსთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი შეფასება და რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ შესაბამისი უწყებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის – ხატია ჯამალაშვილი გიამბობთ.