ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, 08:00-დან 20:00  საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“. „ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე  და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, რვა დამატებითი მარშრუტი დაინიშნა და ავტობუსები მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებიავარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე, ავტობუსები მოემსახურება დასახლებას „აფრიკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სასაფლაოების მიმართულებით. სულ რვა მარშრუტია. მგზავრობა ყველა მიმართულებაზე უფასო იქნება.