ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი თიანეთი

უკვე 12 დღეა თიანეთის რაიონში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. საუბარია რაიონულ ცენტრთან სოფლების დამაკავშირებელ ტრანსპორტზე, რომელსაც მერია აფინანსებს. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პრობლემის წარმოქმნაში თამაზ მეჭიაურს ადანაშაულებს, რომელიც თავის მხრივ საბოტაჟში ბრალს ქუცნაშვილს და საკრებულოს უმრავლესობას სდებს.