საქართველოს პროკურატურამ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.
„ევროჯასტის“ მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას, რომლის საშუალებით დიდი ოდენობის თანხების თაღლითურად დაუფლება ხდება.
გიორგი კობერიძე განავრცობს თემას.