„ტრანსმშენის“ განცხადება

15:03, 01.04.2019

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე, სადაც ორი მუშა დაიღუპა, ამ წუთებში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

პარალელურად, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანიამ „ტრანსმშენი,“რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ჭავჭავაძის 5-ში აწარმოებს. კომპანიის განცხადებით, გუშინ მიმდინარე სამუშაოებს მათი ქვეკონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა და უსაფრთხოების დაცვაზე ვალდებულებას სწორედ მათ აკისრებს.

მსგავსი