ტრამპმა ფედერალური და საგარეო დაფინანსების პროგრამები შეაჩერა  

საგარეო ფინანსური დახმარების პროგრამების შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის შიგნით, ფედერალური დაფინანსების პროგრამების შეჩერებას ცდილობს.

თეთრი სახლის მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, 2000-ზე მეტი პროგრამისთვის, გრანტების გაცემა სამი თვით უნდა შეწყვეტილიყო და მათი მიზნობრიობა თავიდან შეეფასებინათ. თუმცა, თეთრი სახლის ამ ინიციატივას მწვავე კრიტიკა მოყვა როგორც „დემოკრატების“, ასევე შტატების პროკურორებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომელთაც განკარგულების გასაუქმებლად, სასამართლოს მიმართეს.