ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

თეთრ სახლში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, თეთრი სახლის ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ამ კვირაში სავარაუდოდ არ შედგება, თუმცა მისივე განმარტებით, მოვლენები საკმაოდ სწრაფად იცვლება. რაც შეეხება ჟენევაში გამართულ შეხვედრას, ლევიტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა რამდენიმე უთანხმოება კვლავ არსებობს. „საბოლოო ჯამში, ამ პუნქტების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შეთანხმება მიღწეულია“, – აღნიშნა ლევიტმა.