ტრამპის წერილი – გამოხმაურება
პოლიტიკური პარტიები დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილს აფასებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთი პროტოკოლური წერილით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებდა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, ამ პროცესს კი ერთი წელი დასჭირდა, რაც ბაიდენის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის შედეგია. „ქართულ ოცნებაში“ დონალდ ტრამპის წერილს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ, რასაც ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების გადადგმა მოჰყვება.
დონალდ ტრამპი გამოგზავნილ წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას.