ტრამპის სატარიფო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის დაწესებული სავაჭრო გარიგებების ვადა იწურება.

ამერიკის პრეზიდენტმა ბოლო დღედ პირველი აგვისტო განსაზღვრა. ქვეყნების ნაწილმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებები უკვე გააფორმა, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ გადასახადების შემსუბუქებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია. მათ შორის არიან აშშ-ის უშუალო მეზობლები – კანადა და მექსიკა. ევროპის ცალკეული ქვეყნების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ევროკავშირთან გაფორმებულ გარიგებასაც, რომელსაც შოტლანდიაში მოაწერეს ხელი. სკეპტიციზმია კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორისაც. შეთანხმების პირობებით უკმაყოფილოა ინდოეთიც. მოლაპარაკებები ჯერ ისევ მიმდინარეობს ჩინეთთან. აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი სატარიფო გეგმა აპრილში გამოაცხადა, რამაც მსოფლიო ეკონომიკაში ქაოსი და გლობალური რყევები გამოიწვია. აჟიოტაჟის ფონზე მაშინ ტარიფების ამოქმედება შეჩერდა და ქვეყნებს ახალი სავაჭრო შეთანხმებების გასაფორმებლად გარკვეული დრო მიეცათ.