ტრამპის პოლიტიკა და USAID-ის პროგრამები

ამერიკის პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილებები და ბრძანებები საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი ხდება.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანის გეგმა და სააგენტოს საქმიანობის მწვავე კრიტიკა, ქალი ტრანსგენდერებისთვის ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვა, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც სხვადასხვა შტატში გამოსვლები დაიწყო. აქციების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია არცერთ საკითხზე პოზიციების გადახედვას არ აპირებს. ამერიკელი მოქალაქეების თანხების ფლანგვა, ვაშინგტონის ინტერესებისთვის ძირგამომთხრელი და ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საქმიანობა – ტრამპის შემდეგ „იუესეიდის“ მიმართ მძიმე განცხადებებს და ბრალდებებს აჟღერებენ სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი. სააგენტოს მისამართით რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა დაანონსებული.