დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში და ახალი გზავნილები – ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის საშიშროების, შეცვლილი საერთაშორისო წესრიგის, დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების და ბოლოდროინდელი რეზონანსული გადაწყვეტილებების ფონზე, ამერიკის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის მიმართ ინტერესი მკვეთრად იყო გაზრდილი.
ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესი ირანის მიმართ ვაშინგტონის გეგმას უკავშირდება. აშშ-ის პირველი პირი საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ იხრება, თუმცა გეგმა არ დაკონკრეტებულა. მცირე ნაწილი დაეთმო უკრაინის ომზე საუბარს, გამოსვლის უმეტესი ნაწილი ტრამპმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და მიმდინარე მოვლენებზე საუბარს მიუძღვნა. გაძლიერებული უსაფრთხოება, გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა, გაუმჯობესებული ეკონომიკა – ეს იყო მიმართვისას ძირითადი მიმართულებები.