ტრამპის გზავნილები

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის უთანხმოება მწვავდება. მსოფლიო მედიის მთავარი თემა დონალდ ტრამპის ხმაურიანი განცხადებები და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მისი ბრალდებებია. ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს დიქტატორი უწოდა და განაცხადა, რომ ზელენსკი უარს ამბობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე. ტრამპმა ზელენსკი კორუფციაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ერთადერთი სურვილია, რომ აშშ-იდან ფინანსური დახმარება გაგრძელდეს. ტრამპის მხრიდან ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებები უკვე მორე დღეა ისმის. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში ნაწილობრივ ბრალი უკრაინასაც დასდო. ანალოგიური პოზიცია ტრამპმა საინვესტიციო ფორუმზეც გაიმეორა და თქვა, რომ ზელენსკის შეეძლო რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებებს დასწრებოდა თუ ამის სურვილი ექნებოდა.