ტრამპის გეგმები კუბასთან დაკავშირებით

21:36, 21.05.2026

30 წლის შემდეგ აღძრული საქმე კუბის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ – 94 წლის რაულ კასტროს აშშ ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობასა და ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებაში ადანაშაულებს. წარდგენილი ბრალი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 1996 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა კუბის სამხედრო ავიაციამ ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო – დაიღუპა ოთხი ადამიანი. „კასტრო აქ საკუთარი ნებით, ან სხვა გზით აღმოჩნდება“ – ეს სიტყვები საქმის პროკურორს ეკუთვნის. კუბის მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა კუნძულზე შესაძლო თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებს. კასტროსთვის ბრალის წაყენებამდე ტრამპმა კუბაში რეჟიმის შეცვლა მოითხოვა და მთავრობა კორუმპირებულად გამოაცხადა.

ეკონომიკურ კრიზისში მყოფი კუბა და ისედაც რთული ურთიერთობის ყველაზე მწვავე ფაზა – მოუწევს თუ არა კასტროს ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და იქნება თუ არა ვენესუელას შემდეგ კუბა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ უკვე დაანონსა – თაკო მუშკუდიანი დეტალებით.

მსგავსი