ტრამპის განცხადებები - გამოხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის უთანხმოება მწვავდება. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. აშშ-ის ლიდერმა ზელენსკი კორუფციაშიც დაადანაშაულა. ევროპელი ლიდერები კი ტრამპის განცხადებებს არ ეთანხმებიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ომის დროს არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას გონივრული გადაწყვეტილება უწოდა. როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაური შემდეგ კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება. ვაშინგტონში ვიზიტი დააანონსა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. როგორც მედია წერს, მაკრონი და სტარმერი დონალდ ტრამპს გააცნობენ გეგმას, თუ როგორ აპირებს ევროპა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.