ტრამპის გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციას დაავალა, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ტარიფების დაწესება განიხილოს.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის გამწვავებას მოჰყვა. თუ გადაწყვეტილება ძალაში შევა, ჩინეთისთვის უკვე დაწესებულ 50 მილიარდის ღირებულების ტარიფებს ჩინურ იმპორტზე კიდევ 100 მილიარდი დაემატება.