შტატების პრეზიდენტის ერთკვირიანი აზიური ტურნე დაიწყო – დონალდ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევა, რეგიონში ოფიციალური ვაშინგტონის გავლენის გაძლიერებას და ჩინეთთან ურთიერთობების განსაზღვრას ითვალისწინებს.
ამერიკის პრეზიდენტი ვიზიტის განმავლობაში ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს აწერს ხელს და მოკავშირეებთან ალიანსს ამყარებს. იაპონიის ლიდერთან გაფორმებული შეთანხმებების პარალელურად, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში ოქროს ხანის დასაწყისად ცხადდება – დონალდ ტრამპი ცდილობს აზიელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ამერიკა საიმედო პარტნიორია. ჩინეთი-შტატებს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება ახლა ამერიკისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრისკენ არის მიმართული. დონალდ ტრამპი სი ძინ პინს სწორედ აზიური ტურნეს ფარგლებში შეხვდება.