ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა

აშშ-ში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებებისთვის ემზადებიან.

პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი მოსახლეობის წინაშე ბოლოჯერ წარდგა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მომავალი ადმინისტრაციის უმაღლეს თანამდებობებზე წარდგენილ პირებს მოუსმინეს, მათ შორის იყვნენ სახელმწიფო მდივნობის და გენერალური პროკურორობის კანდიდატები: მარკო რუბიო და პამელა ბონდი. მარკო რუბიომ ილუზია უწოდა ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ კაცობრიობა ეროვნულ სუვერენიტეტს, ეროვნული თვითმყოფადობას მიატოვებდა და მსოფლიო მოქალაქე გახდებოდა. პამელა ბონდამ კი მიუკერძოებელი მუშაობის პირობა დადო.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.