ტრამპი პუტინს G20-ის ფორმატში ელოდება

დიდი ოცეულის სამიტზე პუტინის მონაწილეობის მომხრეა ტრამპი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტის ჩართულობას, რადგან აშშ-ი წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარებაზეა ორიენტირებული. „ამ დროისთვის ოფიციალური მოწვევები არ გაცემულა, თუმცა რუსეთი დიდი 20ულის წევრია და მიწვეული იქნება მინისტრთა შეხვედრებსა და ლიდერების სამიტში.– განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით. 23 აპრილს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ პუტინის მიწვევის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა: „ის თუ ჩამოვა, ეს ალბათ ძალიან სასარგებლო იქნება“. სამიტი 2026 წლის დეკემბერში მაიამიში, დონალდ ტრამპის გოლფის კურორტზეა დაგეგმილი.