ტრამპი NATO-ს წინააღმდეგ 

21:12, 01.04.2026

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციამ აშშ-სა და ნატოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

უკვე მეორედ დონალდ ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ ალიანსიდან გასვლას განიხილავს. ორგანიზაციასთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს სახელმწიფო მდივანიც. ვაშინგტონის უკმაყოფილება ჰორმუზის სრუტის გარშემო ნატოს წევრი ქვეყნების პოზიციონირებას უკავშირდება. ტრამპის მოწოდებები, რომ ენერგორესურსების გლობალური გადაზიდვების მარშრუტის უსაფრთხოება ერთობლივი ძალებით ყოფილიყო დაცული, ღიად დარჩა. ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან – აშშ-ის პრეზიდენტის ეს სიტყვები ნატოს მისამართითაა. ვაშინგტონიდან ალიანსს უკვე არაერთხელ მიუთითეს ცალმხრივ დახმარებებზე. უცვლელია ევროპის ქვეყნების პოზიცია – ირანის მიერ ბლოკირებული ჰორმუზის სრუტეში ამერიკისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევა არ განიხილება. დღესვე ტრამპმა ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი – ბირთვული იარაღის განადგურება, მიღწეულად გამოაცხადა და ორ-სამ კვირაში ოპერაციის დასრულება არ გამორიცხა.

მსგავსი