ტრამპი აშშ-ის ტერიტორიაზე „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითხოვს

კორონავირუსის წარმოშობაა ერთ-ერთი მთავარი თემა, რის გამოც ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება მწვავდება.

აშშ-ის და ჩინეთის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ახალგაზრდებისთვის კარგად ნაცნობი და მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელი „ტიკ-ტოკი“ ხდება. დონალდ ტრამპი ერთი შეხედვით უწყინარი და გასართობი ჩინური ვიდეოქსელის აკრძალვას აპირებს. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები არასათანადოდ არიან დაცულები და შესაძლოა აშშ-ის მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემები მეტოქე სახელმწიფოს, ანუ ჩინეთის ხელში აღმოჩნდეს.