ამერიკის ახალი პრეზიდენტის სამომავლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია საქართველოშიც. მმართველი გუნდი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, მათი და დონალდ ტრამპის შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია, რის გამოც, აღნიშნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების განმტკიცებას ელიან. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები იქნება ისეთივე მწვავე, როგორც ეს წინა ადმინისტრაციისა იყო.