„ტრამპ თაუერ თბილისის“ პრეზენტაცია

21:12, 15.09.2026

თბილისში იწყება საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა.

რამდენიმე წუთის წინ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია დასრულდა. ეს იქნება ორი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტი და მრავალფუნქციური კომპლექსი საცხოვრებელი რეზიდენციებით, ბიზნეს-ცენტრებით და სავაჭრო ობიექტებით, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე განთავსდება. 280-მეტრიანი და 62-სართულიანი შენობის და მთელი კომპლექსის მშენებლობაში ინვესტიციებს რამდენიმე ქართული დეველოპერული კომპანია დებს, რომლებმაც თვეების წინ ფლორიდაში ტრამპის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები დაასრულეს და უძრავი ქონების ბაზარზე მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის კომპანიის ბრენდის და სახელის გამოყენების უფლება მიიღეს. მომავალი ცათამბჯენის პრეზენტაციას ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტიც ესწრება. ცერემონიას ონლაინ შეუერთდა დონალდ ტრამპის შვილი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე პროექტი ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს. ტრამპის ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით 30 პროექტს ახორციელებს.

მთაწმინდაზე მიმდინარე პრეზენტაციას შალვა სუმბაძე აშუქებს.

მსგავსი