ტრადიციული ლელობურთი გურიაში

აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღინიშნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ბურთის გადატანას შეძლებს. ქვიშით სავსე ტყავის ბურთი წელს 16 კილოგრამს იწონის. შეჯიბრება, რომელსაც ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ყოველ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ლელობურთის სანახავად შუხუთში დღეს ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან შეკრებილები.