თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

12:01, 08.07.2025

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან მთელი ღამის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. ადგილზე რიჟვაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები იყვნენ შეკრებილები. როგორც  ცნობილია, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გასროლის შედეგად დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები. შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლსასროლი ჭრილობით გუშინ შეიყვანეს, რის შემდეგაც თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რიჟვაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, გუშინვე, სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით გავრცელდა წერილი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული ამ დროისთვის ოფიციალურად არ არის – ამავე მედიების ინფორმაციით, რიჟვაძე წერილში თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე წერს. მისი თქმით, მას კორუფციასა და ნარკორეალიზატორების მფარველობას აბრალებენ.

მსგავსი