თორნიკე რიჟვაძის განცხადება

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებული პირებისთვის ახალ კორპუსებში ბინების გადაცემის კრიტერიუმები უკვე მზად არის. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ დაასრულა კრიტერიუმებზე მუშაობა, რის მიხედვითაც სამართლიანად გადანაწილება მოხდება საცხოვრებელი ფართების. ამასთან, მუშაობა მიმდინარეობს მშენებლობის მეორე ეტაპზეც. ამ დროისთვის თვითნებურად შესახლებულთათვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა, სადაც ბინას 582 ოჯახი მიიღებს.