თორაძეების შემზარავი ტრაგედია და საქმის ხელახალი ძიება - რა ჩვენებას მისცემს სიკვდილს გადარჩენილი თამარ თორაძე აშშ-ის სამართალდამცველებს

28 წლის წინ თბილისში მომხდარი და დღემდე გამოუძიებელი გახმაურებული მკვლელობები ხელახალი ძიების საგანი ხდება.

ეს არის „ვერელი თორაძეების“ სახელით ცნობილი საქმე, რომელსაც 12-სულიანი ოჯახის შემზარავი ტრაგედია უკავშირდება. სიკვდილს გადარჩენილი თამარ თორაძე, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ოჯახის წევრების დახოცვაში გიორგი რურუას ადანაშაულებს და მთავრობას საქმის გამოძიებას სთხოვს. მოთხოვნა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ოპოზიციამ რურუა პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დააყენა. აშშ-ში მცხოვრები და ამერიკის მოქალაქე თორაძის დასაკითხად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკელ კოლეგებს უკვე მიმართა.

1992 წლის სამ მარტს ვერის სასაფლაოსთან ლაშა თორაძე მშობლებთან ერთად ჩაცხრილეს, ლაშას ორი ძმა კი მცირეწლოვანი დების თვალწინ მეზობლის სახლში მოკლეს. დღემდე დაკარგულად ითვლება თორაძეების ოჯახის ორი წევრი.

გიორგი კობერიძე გახმაურებული საქმის დეტალებით.