თოჯინების თეატრი ბოლნისში

21:21, 22.11.2026

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი სტუმრებს უკვე სრულად განახლებულ სივრცეში მასპინძლობს. შემოქმედებითი გუნდი მაყურებელს ტრადიციულად მდიდარი რეპერტუარით ხვდება. ქართული და უცხოური ზღაპრების გმირების გარდა, დამსწრე საზოგადოებას ისეთი მუსიკალური დადგმების ნახვაც შეუძლია, როგორიცაა მაგალითად: მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“.

დასმა არაერთი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა. ადგილი, სადაც უსულო საგნები სიცოცხლეს იძენს.

რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე ქვემო ქართლიდან.

მსგავსი