ტოჩინოშინმა ტოკიოს საზაფხულო სუპერტურნირზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა
ტოჩინოშინმა ტოკიოს საზაფხულო სუპერტურნირზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა, ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს და პირველი სეკიტორი გახდა, რომელმაც ნაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინი კიდევ უფრო მიუახლოვდა ოძეკის ტიტულს და კარგი შანსი აქვს კარიერაში მე-2 „იმპერატორის თასსაც” დაეუფლოს.
ხვალ ლევან გორგაძე მიმდინარე სუპერტურნირის დოჰიოზე მეცხრედ გავა.