თინა ბოკუჩავას განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ყველა სახის განცხადებას გმობს შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

ჩანაწერში სავარაუდო ფიგურანტი პირი ნინია ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თუმცა პარტიასთან ახლო კავშირი არ აქვს. მისივე თქმით,   გავრცელებული აუდიოჩანაწერი შესაძლოა, მონტაჟი იყოს.