ტიერი მარიანის განცხადება

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლის დატოვებას ეხმაურება ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი. განცხადებაში ნათქვამია: „დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში. სამი მეოთხედით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – წერს ევროპარლამენტარი.