TI - საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადებას საფრთხის შემცვლელად მიიჩნევს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადებას საფრთხის შემცვლელად მიიჩნევს. თუ დღეს მაუწყებელი თვითონ არეგულირებს სიძულვილის ენის და მავნე ზეგავლენის გადაცემების ეთერში გაშვებას, ცვლილებების მიხედვით, ამის უფლებამოსილება სასამართლოს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნული ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავენ.