თეთრი სახლის განცხადება

„არსებობს ორი გზა, რომლის არჩევა პუტინს შეუძლია –  დიპლომატიის ან ესკალაციის“ – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟენევაში გამართული დისკუსიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შემანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვს შორის გამართული მოლაპარაკებები ღია, გულწრფელი და პირდაპირი იყო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რა დევს სასწორზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციას გადაწყვეტს. ჯენ ფსაკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის პრინციპი – „არანაირი მოლაპარაკებები ევროპაზე ევროპის გარეშე“.