თეთრი სახლის განცხადება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეციალური ჯგუფის შექმნა დააანონსა, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს და გაყინავს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული. „მიმდინარე კვირაში ჩვენ შევქმნით მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად – მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში. ამასთან, სანქციების ქვეშ მყოფი რუსი ოლიგარქების ახალი სია შეადგინა ბრიტანეთმა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეზღუდვები ახლა კიდევ უფრო მეტ კლეპტოკრატზე გავრცელდება.