„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია განახლდა

დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია.

მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის”, რომელიც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე განახლდა. მათ 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობა სცადეს, თუმცა მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა, რომლებიც ასევე პარლამენტთან იმყოფებოდა, მათთვის ხელის შეშლა სცადეს.

სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.