ე.წ. მოდულის შენობაში გამოკითხვები გრძელდება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ექვსი პირი უნდა დაიკითხოს. ყველა მოქალაქე უწყებაში ტერორიზმისა და გადატრიალების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით არის დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში უკვე იმყოფებოდა მოქალაქე ზვიად აჭიაშვილი.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობს თემაზე, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.