ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე – ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ორ პირია დაკავებული.