ტერაქტის მცდელობა აზერბაიჯანში

15:26, 27.01.2026

აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების სამი წევრი დააკავეს. ისინი ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები „ისლამური სახელმწიფო ხორასანის“ წევრები იყვნენ. უსაფრთხოების სამსახური არ ასახელებს კონკრეტულად რომელი ქვეყნის საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა. გამოძიება „ტერორიზმის მომზადების“ მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 2000 წელსაა დაბადებული, ხოლო ორი – 2005 წელს. ცნობილია, რომ ისინი ტერაქტს „რელიგიურ ნიადაგზე გეგმავდნენ“. ამოღებულია იარაღიც. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

მსგავსი