თერაპიის ახალი მეთოდი საქართველოში

21:48, 20.10.2026

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები მალე ახალი სერვისით სარგებლობას შეძლებენ.

დაგეგმილია ე.წ. თერაპიული მებაღეობის განვითარება, რომელიც ძირითადად შშმ მცირეწლოვნებში მცენარეების მოვლის და მათზე ზრუნვის უნარების გამომუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რამაც მათ სოციალიზაციას უნდა შეუწყოს ხელი. პროგრამა ბოტანიკურ ბაღში დაიწყება და სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად დღის ცენტრებშიც ამოქმედდება. ბენეფიციარებთან გადამზადებული სპეციალისტები იმუშავებენ, რომლებსაც მანამდე შესაბამის მეთოდოლოგიას და მიდგომებს საერთაშორისო ექსპერტები შეასწავლიან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გარდა პროექტში ჩართვა სხვა სპეციალურ კატეგორიებსაც შეეძლებათ.

მსგავსი