სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, შეერთებული შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოს ტექკვირეულის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლა. ქართველ სტარტაპერებს საშუალება მიეცათ, ინვესტორებსა და მხსვილი ტექკომპანიების წარმომადგენლებისთვის თავიანთი პროდუქტი და სერვისები წარედგინათ. დასკვნითი ღონისძიება სან-ფრანცისკოს გუგლის ოფისში გაიმართა, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის უმსხვილესი აქსელერატორი კომპანიისა და ვენჩურული კაპიტალის ფონდის ხელმძღვანელებმა, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და საქართველოს სტარტაპეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.