ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეში განთავსდება ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, ტექნოლოგიური სკოლა და გადამზადების ცენტრი, ასევე საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები. სამომავლოდ დაგეგმილია გარე დეკორატიული აუზების, ხელოვნური ტბის, სახურავისა და მინის გუმბათის რეაბილიტაცია.