ტექნოლოგიური გამოფენა

თბილისში საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია ტარდება.

მოეწყო გამოფენა, სადაც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი არის წარმოდგენილი.

გამოფენის მიზანია, მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემქმნელებს, კერძო ბიზნესსა თუ საგადასახადო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გააადვილეს საგადასახადო ვალდებულების შესრულება, განავითარეს თაღლითობის პრევენცია, ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინები.

კონფერენციაზე ხმის მიცემის საფუძველზე საუკეთესო პროდუქტიც გამოვლინდება.

კონფერენციაში საერთაშორისო ორგანიზაციის და კერძო სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.